ოპოზიციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, გარდა ვადამდელი არჩევნების საკითხისა – ჩემთვის ვადამდელი არჩევნები არ წარმოადგენს საინტერესო მოთხოვნას ამ ეტაპზე.
ოპოზიციურ პარტიებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად არ არსებობს გარდა ვადამდელი არჩევნების საკითხისა – ჩემთვის ვადამდელი არჩევნები არ წარმოადგენს რაიმე ტიპის საინტერესო მოთხოვნას ამ ეტაპზე, მათთვის ეს საკითხი რჩება დღის წესრიგში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან მოქალაქეების დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სადაც 43 პროცენტიანი ბარიერი დასძლია “ქართულმა ოცნებამ”, ვადამდელი არჩევნების საკითხზე საუბარი დააზიანებს პერსპექტივას, რომ ოპოზიციამ რაიმეს მიაღწიოს.
– “საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება პოლარიზაციის დასრულებას და უკეთეს პარლამენტს, რომელიც უნდა მივიღოთ 2024 წელს. მრავალპარტიული პარლამენტი არის სწორი გამოსავალი ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ვცზოვრობთ, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ამიტომ ეს ის საკითხია, რაზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავაგრძელოთ ჩვენც და სხვა პარტიებმაც მმართველ პარტიასთან. ვფიქრობ, ერთჯერადად 2 პროცენტიანი ბარიერი, რაც ჩაწერილია პროექტში არის ნორმალური, მაგრამ 3 პროცენტი ჩვენისთანა ტიპის ქვეყნისთვის არის ის ბარიერი, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული საბოლოოდ” – განაცხადა იოსელიანმა.
წყარო: newposts.ge