ფრენკ სკოტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი – ფრენკ სკოტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, სერიალ “ლაზიერის გამბიტის” სცენარისტმა და პროდიუსერმა, ფრენკ სკოტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა. მისი განმარტებით, ეს ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.

ადვოკატი ამბობს, რომ Netflix-მა დააყენა შუამდგომლობა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. როგორც ისინი განმარტავენ, თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ დაცვის მხარე ასე მოიქცეოდა და ამის საპასუხოდ, მოითხოვდნენ სკოტის დაკითხვას.

– “ზუსტად ასე განვითარდა პროცესები. Netflix-მა თავისი პოზიციის გამამყარებელ არგუმენტად წარმოადგინა ფრეიმ სკოტის დაკითხვა, ოღონდ ეს დაკითხვა აწარმოა თავად. მოგეხსენებათ ასეთ დროს ეს დაკითხვა არის იურისტების მიერ დავარცხნილი, დალაგებული ტექსტი. სკოტის ამ ჩვენებას მიყვება შემდეგ ნეთფლიქსის პოზიცია.

რახან Netflix-მა ეს სვლა გააკეთა, რასაც ველოდებოდით და ვგეგმავდით, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ფრეიმ სკოტის დაკითხვა, კასპაროვის დაკითხვაც სხვათა შორის” – ამბობს ადვოკატი.

Netflix დათანხმდა ბრალდების მხარეს სკოტის დაკითხვაზე, თუმცა ამ ეტაპზე უარი უთხრა დაეკითხა გარი კასპაროვი. ადვოკატი განმარტავს, რომ კასპაროვმა ძალიან კარგად იცის ვინ არის ნონა გაფრინდაშვილი და რა დამსახურებები აქვს მას. კასპაროვი სერიალის მრჩეველი იყო და შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, მისი დაკითხვა ბრალების მხარის პოზიციებს გაამყარებს.

“დავა შეეხება იმ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან და ამავდროულად იგი მოხსენიებულია თითქოს, არა პირდაპირ, მაგრამ იგი მოხსენიებულია რუს მოჭადრაკედ. ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი, ანუ ჩვენს შესაგებელში უკვე სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ. ნეთფლიქსმა თავის შუამდგომლობაში სკოტის ჩვენება დაურთო, როგორც მისი სასარგებლო მტკიცებულება” – ამბობს ადვოკატი.

Netflix-ის შუამდგომლობასა და გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 24 იანვარს, ზეპირ მოსმენაზე გახდება.

სერიალი ლაზიერის გამბიტი ახალგაზრდა მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე გვიყვება, რომელიც კაცებით დომინირებულ ჭადრაკის სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლაზიერის გამბიტით სერიალის მოყვარულები საქართველოში განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რადგან ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში ქართული ჭადრაკის ლეგენდა — ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები.

ამ დეტალს მაყურებელთა კრიტიკა მალევე მოჰყვა, რადგან ყველამ, ვისაც კი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სმენია, სერიალში გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია მაშინვე შენიშნა. სერიალის ბოლო ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესამება.

წყარო: ptn.ge