ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიზე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ქართულ პოლიტიკაში იდიოტების შერჩევის
ბუნებრივი პროცესი ჩამოყალიბდა:
ასეთია სოციალური დაკვეთა!
ასეთია მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელმაც
ფანტასტიკურად ზუსტად იმუშავა და
პოლიტიკური იდიოტიზმი ნორმად აქცია:
ის, რაც ამ ნორმის მიღმაა, –
არ აღიქმება, არ არის მოთხოვნილი და
საზოგადოებისთვის არასაჭიროა!
იდიოტური სპექტაკლები,
იდიოტური ბელადები,
იდიოტიზმამდე დასული საკმარისი რაოდენობა ხალხისა,
დაკნინებული ქართული სახელმწიფო,
საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გაყრილი ხალხი და
მათ ხარჯზე პარაზიტიზმის კულტივირება!
იდიოტური გარემო იდიოტებს კონვეიერული წესით შობს და წარმოქმნის.
ეს – მანკიერი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს,
ტოტალური უპასუხისმგებლობისა და
დეგრადაციის შედეგია!
“სახიჩართა გარემოში აღზრდილთ, სახიჩრობა ნორმა ჰგონიათ!”