“…ანუ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის უნდა მოვემზადოთ? ვემზადებით?” – სოსო გოგაშვილი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაზე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“რას ნიშნავს ძვირი დაუჯდეთ? ეს ნიშნავს, რომ ძვირი დაგვიჯდეს, ძვირი დაჯდეს ყველასთვის. ძვირად დაჯდომაში ცოცხალი ძალის დანაკარგიც იგულისხმება ბუნებრივია, ანუ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის უნდა მოვემზადოთ? ვემზადებით? ვითხოვთ, თუ მოითხოვეთ რამე მსგავსი დახმარება? სწორად გავიგე?”

შეგახსენებთ, კონგრესმენმა დონ ბეკონმა საქართველოს ხელისუფლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს დავით ბაქრაძეს, ირაკლი ბერაიასა და ნიკოლოზ სამხარაძეს სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ სტრატეგიის განსახილველად. სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა შეჭრა ძვირი გავხადოთ, სანამ გვიან არ არის”