აშშ და ისრაელი ირანზე თავდასხმას განიხილავენ და მოსამზადებელ წვრთნებს ჩაატარებენ – Reuters-ის სკანდალური მასალა

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს განიხილავენ შესაძლო ერთობლივი სამხედრო ვარჯიშების საკითხს, რომელიც იქნება ირანზე თავდასხმისთვის მომზადება და ეს იქნება მზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის, თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს.

Reuters-ის თქმით, მათ ეს ინფორმაცია აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად მიაწოდა.

Reuters-თან ისრაელისა და აშშ-ს მხარეებმა კომენტარი არ გააკეთეს.

ხვალ კი, მოსკოვში იმართება 3+3 შეხვედრა, სადაც რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, ირანიც იღებს მონაწილეობას. 3+3 ფორმატში, მონაწილე მხარეები, მეექვსე წევრად საქათველოს მოიაზრებენ, თუმცა, საქართველოს მხარე აცხადებს, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.