მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება.
როგორც „ბიზნეს ფორმულა“ iPlus-ის კომენტარზე დაყრდნობით წერს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.
ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.
როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.
„ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი.
რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.
წყარო – ბიზნეს ფორმულა