ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ელისო კილაძეს მიმართავს:
“დააბულინგე ბებიაშენი!
მოკლედ, ელისო კილაძეს ვიდეო დაუდია, სადაც მე და ჩემი მეგობრები, 2018 წელს, ქორწილის მეორე დღეს “ день победы»- – ზე ვცეკვავთ!
იქ ამბავია… დედა შვილს არ აიყვანს..)))))… ხოფერია რუსულ სიმღერაზე ცეკვავსო!!…
არა, მე კი გავსკდი სიცილით. მე კი ვიცი, რომ ეს ბულინგის მცდელობაა და სულ ცალ ფეხზე მკიდია, მაგრამ მაინც დავაზუსტებ რაღაცეებს.
ჰო და, თუ ვინმეს გყავთ ელისო მეგობრებში, გადაეცით:
1.არ დაიღალა?! რატომ ცდილობს ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვას და მათ გადაკიდებას?
2.სიამოვნებს, როდესაც მის გვერდზე ათასი ავადმყოფი აფრქვევს სიბინძურეს?… ეს ხომ მის ოჯახს და მის ცხოვრებას უბრუნდება უკან?
3.იცის, რომ მე რუსი დედამთილი მყავს პეტერბურგში, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც სულ ჩავდივარ და ნახევარი რუსეთი მაქვს მოვლილი?
- მაინც ახარეთ, რუსეთის კონსულს ვთხოვე ვიზა და აუცილებლად წავალ უახლოეს მომავალში და ფოტოებს მივაწვდი.
- ისე, ეგ რა არის, « чорный бумер»-ზეც კი მიცეკვია. აფსუს, ვიდეო არ მაქვს, გავუგზავნიდი.
და ბოლოს, ქვემოთ ჩემი ცეკვაა რუსულ სიმღერაზე!!!. ახალი წელი მოდის, ყველას უჭირს დღეს და თუ რამეში გამოიყენებს, თუ ვინმე რამეს გადაუხდის, ღმერთმა შეარგოს!
ჰო, რაც შეეხება ბულინგს!
ყოველგვარი ტანკლი- ტუნკლების გარეშე – დააბულინგე ბებიაშენი!
ADIOS!…”