როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გარდაიცვალა, იმ დღეს ნაციონალები საქეიფოდ წავიდნენ – „აქ მთავრდება თქვენი ადამიანობა!”

აჭარის ტელევიზიაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე და ჟურნალისტი ნუკა არველაძე დაუპირისპირდნენ.

მხარეებს შორის დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიორგი კაპანაძემ ოპონენტს ბათუმის საკრებულოს წევრის გარდაცვალების საქმე შეახსენა, რაზეც ნუკა არველაძემ უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი წევრის გარდაცვალების დღეს ქეიფობდა და აღნიშნული შეკრების ამსახველი ვიდეო კადრები პირდაპირ ეთერში ჩაურთო.

“ფუტკარაძის გარდაცვალების დღეს საქეიფოდ წახვედით. როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ტრაგედია დახატა, ნაციონალური მოძრაობა ბათუმში კარგად ქეიფობდა, ეს ვიდეო ბათუმელებმა გამომიგზავნეს… ესაა თქვენი ტრაგედია და აქ მთავრდება თქვენი ადამიანობა” – თქვა ნუკა არველაძემ.