სააკაშვილმა თავისი მშვიდობიანი დაბრუნებით „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალა“ – ბასილაია

„მიხეილ სააკაშვილმა თავისი მშვიდობიანი დაბრუნებით „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალა,“- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ადვოკატმა „მთავარი“ არხის ეთერში განაცხადა.

„აქ საუბარი იურიდიულ კაზუისტიკაზე, საუბარი იმაზე რომ დოკუმენტი უნდა ყოფილიყო წარდგენილი, რომ მესაზღვრეს რაღაც უნდა გაეფორმებინა, ეს არის სრულიად უადგილო. იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური აქტი. ეს არის გმირული აქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრიდან და მსგავსი საკითხები იურიდიული გარჩევების კატეგორიას არ ექვემდებარება.

მას აქვს საქართველოში ნებისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მშვიდობიანი დაბრუნებით ხელი შეუშალა „ქართულ ოცნებას“ პროვოკაციების განხორციელებაში, იმ პროვოკაციებში რასაც ისინი რეალურად გეგმავდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად თავისი გმირული ქცევით და ეს არ არის გადაჭარბება, ეს პროვოკაციები თავიდან ააცილა ქვეყანას და ის დაბრუნდა საქართველოში. საქართველოში დაბრუნდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს ოლიგარქიული მარწუხებისგან გათავისუფლებაში“, – განაცხადა ბასილაიამ.

“ალია”