“ამდენი ხანი თავს ვიკავებდი, მეცოდებოდა… უბრალოდ, ამ კორუფციით გამდიდრებული ქალის უნამუსობასა და უსირცხვილობას საზღვარი არ აქვს! არ ჩერდება და არც არავინ ეუბნება არაფერს! ეს არ არის ნერვიულობის შედეგად ნათქვამი ფრაზები, ეს მიზანმიმართული ბოროტებაა!
ქ-ნო გიული,
თქვენი ვაჟი, რომელიც ვერ გაზარდეთ, რომელსაც ღირსების ნატამალიც ვერ ჩაუნერგეთ, სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ ვაცლავ ჰაველისთვის მისატან თაიგულზე არ ხარჯავდა.
თქვენი შვილი სახელმწიფოს ხარჯებით საერთაშორისო რანგისა და ბასრი კბილების მქონე კურტიზანებს ქირაობდა!
თქვენი შვილი სახელმწიფო ფულით ქალაქის მერის ჭარბწონიანობას ებრძოდა!
თქვენი შვილი უბრალოდ თმას კი არ ივარცხნიდა ( მე შვიდი ლარი მიჯდება “ლინდაში”, ფიქრის გორაზე თმის მოწესრიგება), ბიუჯეტიდან 90 000 დოლარს ხარჯავდა პარიკმახერთან ვიზიტზე და ასი ათასზე მეტს მზარეულის მოსაწვევად.
თქვენი შვილი თქვენს შვილიშვილს სწავლას ჩვენი ფულით უფინანსებდა! ამის გამო, ალბათ, არავინ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას. ამ კითხვის დასმა, ალბათ, პატარა ბიჭის ფსიქოლოგიას ავნებს!
თან ამ ყველაფერს უკანონოდ ასაიდუმლოებდა, რათა შემოწმების, კონტროლის საშუალებაც კი არ ჰქონოდა არავის. ასაიდუმლოებდა, რათა ბოლომდე, უმუხრუჭოდ, შეზღუდვების გარეშე ეხარჯა ქვეყნის ბიუჯეტი.
ეს ქვეყნის ძარცვაა! ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტი ისედაც არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს განცხრომის უფლებას, მაგრამ მას ქვეყანა პირად საკუთრებად მიაჩნდა. თქვენიანებს დღემდე ზეკაცად მიაჩნიათ სააკაშვილი და ფიქრობენ, რომ მას ყველაფრის უფლება ჰქონდა და აქვს!
ერთი დანაშაული მაინც აღიარეთ, სახელმწიფო ბიუჯეტით ბოზებში სიარული მაინც მოინანიეთ! პარდონ!
P.S. ღარიბაშვილის საათების წარმომავლობაც დასადგენია, რა ფულით შეიძინა და თუ მასთანაც უკანონობა გამოვლინდა, ისიც დავიჭიროთ! დიახ”,- წერს ლევან ლორთქიფანიძე.