“თუ სააკაშვილი არაფერს ნანობს, შვიდგზის ზეთი რატომ სცხო, ჭრაჭუნობდა?!” – მძინარაშვილი

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“სააკაშვილიც და მისი სექტაც არიან პოლიტიკური ვამპირები და მანიაკები! ამათთან შერიგება როგორ შეიძლება?! არცერთი სინანულს არ განიცდის იმ 9 წლის განმავლობაში დატრიალებული საშინელებების გამო. არცერთი!

წარმოიდგინეთ, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, დავიწყებული ცოდვებიც მიეტევაო, რადგან შვიდგზის ზეთისცხება ჩაუტარა. თუ სააკაშვილი არაფერს ნანობს, შვიდგზის ზეთი რატომ სცხო, ჭრაჭუნობდა?!

სააკაშვილი არის სამკურნალო. მისმა პირადმა ექიმმაც თქვა, რომ ასეთი ავადმყოფი 100 წელი არ ჰყოლიათ. მთელი უბედურება ის არის, რომ როგორც 9 წლის მანძილზე საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე იბაირამა, ახლაც ბიუჯეტს მოუწევს მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვა, რადგან პენიტენციური დაწესებულების ბინადარია. თან იმკურნალებს, თან სასჯელის მოხდაში ჩაეთვლება. მაგრამ აქ უკვე მეორე უბედურება მოხდება – მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს და ეს ფულიც წყალში ჩაიყრება.”