ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს და შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ:
ქვეყანაში დამძიმდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,
პანდემიისას განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის სრულფასოვანი განათლების უფლების რეალიზების საკითხი.
2021 წელს დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამკაცრდა სანქციები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე.
გარემოსდაცვითი კუთხით ქვეყანა კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე.
სასამართლოს სისტემაში კლანური მმართველობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.
არჩევნების კამპანიის პერიოდი ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე წარიმართა.
“ალია”