გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – რას გეგმავს გორის მერია წინასაახალწლო ღონისძიებებზე? – არ უპასუხა.
მას შემდეგ, რაც „TV პირველის“ ჟურნალისტმა ხინჩეგაშვილს უთხრა, რომ კომენტარისთვის რამდენიმე საათი ელოდებოდა, გორის მერმა უპასუხა, რომ არ უნდა დალოდებოდა, რადგან კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ მისცემს, რაც „ტყუილებს თავს დაანებებენ“.
– „მერე გითხარით, კომენტარს-მეთქი ვაკეთებ, რომ მელოდებოდით?! არ მითქვამს. რატომ მელოდებოდით?!
გითხარით – არ ვაკეთებ კომენტარს. თუ რატომ არ ვაკეთებ კომენტარს, გეუბნებით – იმიტომ, რომ ტყუილებს რომ დაანებებთ თავს, მერე დაგელაპარაკებით” – მიმართა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტს.
წყარო: newposts.ge