საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი სტუმრების მიღებას განაგრძობს – რამდენიმე წუთის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ბუბა კიკაბიძე მივიდა.
„შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და ვესაუბრე იმაზე, რომ მაგის მოქალაქეა“ – აღნიშნა მომღერალმა და პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე.