11 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 10 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
მესტიაში ხანმოკლე წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
+11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსი იქნება.
გორში ხანმოკლე წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი იქნება.
გუდაურში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
“იმედინიუსი”