თბილისში, ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებეული ინფორმაციით, ნინი ღვინიაშნილი საცხოვრებელი კოპრუსის აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგარზდა ადვოკატ, მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისში სტაჟიორად მუშაობდა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩემი გუნდის სახელით მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office ჩემი სტაჟიორის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში, მომავალი ადვოკატის – ნინი ღვინიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
შეძრწუნებული ვარ ამ ტრაგედიით და დიდხანს გააზრება გამიჭირდება. ნინიმ სწორედ ჩემი რჩევით ჩააბარა ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები, მან ეს შეძლო და დიდი სურვილი ჰქონდა წარმატებული ადვოკატი ყოფილიყო” – წერს კუბლაშვილი ფეისბუქზე.