ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია – პოლიტიკური სპექტრი მეორე დღეა მსჯელობს ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს.
უკვე გაჩნდა რამდენიმე ვარაუდი და სახელი და გვარი. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ თანამდებობაზე თამარ გაბუნიას კანდიდატურა არ განიხილება – ეს მინისტრის მოადგილემ თავად დაადასტურა.
ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდის მართვა ვერ შეძლო. ოპოზიციის მთავარი გზავნილია, რომ შეიცვალოს პოლიტიკა და მინისტრად შესაბამისი გამოცდილების მქონე პირი დაინიშნოს.
მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ეკატერინე ტიკარაძის პოსტს, გადაწყვეტილებას კი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.
“რუსთავი2”