“მიშა, მორჩი წუწუნს შე ქათამო: შენ რომ დახოცე ასობით და აწამე ათასობით – იმათ სიამოვნებდათ?!”

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“მიშა, მორჩი წუწუნს შე ქათამო: შენ რომ დახოცე ასობით და აწამე ათასობით – იმათ სიამოვნებდათ?! მოიხადე სასჯელი თუ კაცი ხარ!”, – წერს კაკაბაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამჟამად მკურნალობის კურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.