დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის

დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის.

დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა. აზრთა სხვადასხვაობა საკითხების განხილვისას ყოველთვის არის – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ

ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოხდა თუ არა დაპირისპირება მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვინ იქნება მომავალი ჯანდაცვის მინისტრი, ინფორმაცია არ აქვს.

– “მოგეხსენებათ ამას წყვეტს პრემიერ-მინისტრი. მე ვიცი ის, რაც ცირკულირებს პრესაში. დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა. აზრთა სხვადასხვაობა საკითხების განხილვისას ყოველთვის არის, მაგრამ შემდეგ საბჭო მიდის კონსენსუსამდე“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ტვინდემიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის ერთდროულად დაფიქსირების ფაქტი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

– „ტვინდემია ჯერ არ დაფიქსირებულა, ერთობლივად გრიპის და კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტი არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს, მხოლოდ 1 ლაბორატორიული შემთხვევა დაფიქსირებული“ – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: itv.ge