დავიწყებ მათ საჯარო მხილებას – რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სიას აქვეყნებს

ზოგიერთი გათავხედებული მინისტრი კანონს არაფრად აგდებს და დეპუტატის შეკითხვაზეც კი არ იძლევა პასუხს – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე იმ სახელმწიფო უწყებების მხილებას იწყებს, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი უთხრეს.

ზოგიერთი გათავხედებული მინისტრი კანონს არაფრად აგდებს და დეპუტატის შეკითხვაზეც კი არ იძლევა პასუხს. გადავუგზავნე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს იმ უწყებების ჩამონათვალი, რომლებმაც არ მოგვაწოდეს მოთხოვნული ინფორმაცია. კეთილი ინებოს და გამოიყენოს ის ბერკეტები (სანქციების ჩათვლით), რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც კანონის ტოლფასი სამართლებრივი აქტია.
ქვემოთ, ცხრილის სახით არის წარმოდგენილი რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების ჩამონათვალი, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონი. სხვებიც ბევრია, მაგრამ ცოტას ვაცდი, იქნებ ვადაგადაცილებით მაინც გამოაგზავნონ პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებ მათ საჯარო მხილებას. როცა ინფორმაციას არ გაწვდიან, ამით უნდათ დამალონ ან მათი არაკომპეტენტურობა ან კორუფციული საქმიანობა. – წერს რომან გოცირიძე.