“კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა შერიგება!” – გრიგოლ ვაშაძე

კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა შერიგება, გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების შერიგებას გულისხმობს, ოპოზიციონერი დეპუტატი ეხმაურება.

როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ხელისუფლებამ შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება.

– “ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი პოზიცია საქართველოს მოქალაქეების სულ მცირე 90 პროცენტის მოსაზრებას ემთხვევა. კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა – შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი. თუ ცხოვრებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დავიწყებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. ასე მთელი სახელმწიფო არ ცხოვრობს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ხელისუფლებას აქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც. შარლ მიშელის დოკუმენტი აიღეთ და ნახავთ. ისეთი კარგია დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა, როცა პარტიული მესიჯბოქსიკისერზე აღარ გაწევს და შეგიძლია, სიმართლეზე სიმართლე ილაპარაკო. შემოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება. ამას ოქსფორდის განათლება რად უნდა?” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან.

წყარო: newposts.ge