„ნაცებს მოსვლიათ ძალიან „მაგარი“ იდეა… – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ნაცებს მოსვლიათ ძალიან „მაგარი“ იდეა.

ვისაც აქტივიზმისთვის დაგიჭერენ, მთავრობაში რომ მოვალთ – გადასახადის გადამხდელისგან კომპენსაციას მიიღებსო.

ხალხო, თავისუფლებისთვის ბრძოლას კომპენსაციისთვის ბრძოლად ვინც აქცევს, იმას არ ენდოთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.