„საქართველოში უკვე ათი ათასი კაცის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ, თან ყველაფერი წინასწარ იციან უკვე სად რამდენი და როგორ!” – ნატო დუმბაძე ექიმების წინააღმდეგ

ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ომიკრონის შესახებ წერს:

“მსოფლიოში ომიკრონის შტამი ჯერ ასე მასიურად არსად დაფიქსირებულა და აქ უკვე ათი ათასი კაცის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ! ძალიანაც არ მინდა ვიფიქრო თუმცა ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება აქვე ხომ არ უშვებენ ჩვენზე საცდელად ამ შტამებს. ისე, ლუგარის ლაბორატორიაც ხომ აქვეა? აბა,  მსოფლიოში რასაც არ ვეცნობი მსგავსი განცხადება არ მომისმენია არსად! არ იცრებაო ხალხი ვერ იტყვიან , იცრება ბატონო ,ხოდა მეც სხვა ვერაფერს ვფიქრობ ამგვარი განცხადებების შემდეგ, თან ყველაფერი წინასწარ იციან თურმე სად რამდენი და როგორ!” – წერს დუმბაძე.