ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, ნანა გეგეჭკორს განადგურებით ემუქრებიან. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს:
,,ანტივაქსერების ახალი სტრატეგია – პირადში მწერენ გაუთავებლად, უშიშროებას არ სძინავს და გაგანადგურებთო. არ ვიცი, როგორ წარმოუდგენიათ ეს განადგურება. ნიუ-იორკში ავტოკატასტროფას თუ მომიწყობენ, თორემ ჩაის არ ვსვამ და პოლინიუმს ვერ მაყლაპებენ. ან რატომ უნდა ხარჯონ ბიუჯეტის ფული ჩემზე, რომელი მნიშვნელოვანი ფიგურა მე ვარ.
იქნებ ამ სისულელეების წერაში რა ფულსაც უხდით ამ საცოდავებს, იმით საშობაოდ საჭმელი გეყიდათ მშიერი ბავშვებისთვის. მართლა ვერ ხართ…
P.S. ჩემი ცხვირის სიგრძეს აპროტესტებენ კიდევ ორკესტრირებულად. ასეთი სულელები როგორ ხართ მართლა ყველა, ერთი და იგივე ტექსტი რომ იწერება. ფანტაზიის უფლება მაინც მიეცით… იქნებ მათი გემოვნება არ ემთხვევა მესიჯის ავტორისას და თვალები არ მოსწონს სხვას”.