დროა ნაბიჯი გადაიდგას საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის

ანდრიუს კუბელიუსი: … ეს თუ არ მოხდება, ცხადი გახდება, რომ მათი მომავალი მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას.

ევროპარლამენტის ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბელიუსმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პუტინის დაშოშმინებას არ უნდა შეეწირონ.

– “პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და არა ქართველებმა და უკრაინელებმა. ჩვენ ვიცით, სადამდე მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინებას სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო” – განაცხადა მან.

კუბელისუსის თქმით, დროა ნაბიჯი გადაიდგას საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალინდელ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა დაიწყოს.

– “ასევე უნდა წავიწიოთ წინ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას” – განაცხადა მან.

წყარო: ptn.ge