რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ელისეის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
ამასთან, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებზე მიმდინარე წლის ბოლომდე კვლავ ისაუბრებენ.