ქუთაისის აეროპორტმა აბუ-დაბიდან პირველი ავიარეისი მიიღო

ქუთაისის აეროპორტში აბუ-დაბიდან პირველი რეისი დაეშვა. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია ვიზეარ Abu Dhabi-მ დაიწყო. ახლო აღმოსავლეთში მოხვედრა პირდაპირი რეგულარული რეისებით გახდა შესაძლებელი.

პირველი რეისის 226-ვე მგზავრს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

 

“რუსთავი2”