“ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი”, სადაც საყოველთაო შერიგების თემაზე საუბრობდნენ, სტუდიაში მოულოდნელად გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე შევიდა, რომელმაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება დოკუმენტის სახით მიიტანა.
სოსო რობაქიძემ გადაცემაში გრიგოლ ბაჩალეიშვილის ჩვენება წაიკითხა, სადაც ის წერს, რომ ბუტა რობაქიძეს დამიზნებით ესროლა და მოკლა.
“წაიკითხეთ რა წერია:”დამიზნებით ვესროლე და მოვკალი. რამდენს გაუვარდა, 175–ზე გაუვარდათ?! ყველა მოსაკლავი იყო?! პროფესიონალ პოლიციელებს არ უვარდებათ ტყვია,”– განაცხადა რობაქიძემ, რაზეც სტუდიაში მყოფმა ე. წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ გააკეთა რეპლიკა:”ასეც არაა.”
ცააძის ნათქვამმა სოსო რობაქიძე გააღიზიანა და შემდეგნაირად მიმართა:”შენი ძმა და შენი ძმის მეგობრები ცნობილი არიან როგორც პათოლოგები სხვა ბევრ საქმეშიც”.
ცააძემ რობაქიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა და მატყუარა უწოდა, რის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
“ხმა ჩაიწყვიტე, შენა ხარ მატყუარა… შენ საერთოდ არ ხარ გამოსაჩენი და ნუ გამოჩნდები. შენ რაც არ უნდა ილაპარაკო, გიჟი ხარ და ილაპარაკე. შვილმკვდარ მამას ელაპარაკები და დედა რომ იყო, ამას არ გააკეთებდი”– უთხრა რობაქიძემ.
სოსო რობაქიძემ საყოველთაო შერიგების საკითხზეც გააკეთა კომენტარი და მიხელ სააკაშვილს “ნომერ პირველი ჯალათი უწოდა.”
“რაც შეეხება საყოველთაო შერიგებას, პრეზიდენტს ვეუბნები, ერთი ხელით, რომლითაც ხელს მოაწერს პრეზიდენტის შეწყალებაზე, მეორეთი ხელი მოაწეროს მის გადადგომაზე, რადგან იმპიჩმენტი არ ასცდება. სააკაშვილი არის საქართველში ნომერი პირველი ჯალათი… უჯიგრო და არაადამიანი. გიჟია, კოკაინზე ზის მთელი ცხოვრება და ასმევენ ახლა წამლებს და ვერ მისცენ კოაინი გაგიჟებულია. მე რაც ჩავიდინე არ უნდა მოვინანიო?”– თქვა რობაქიძემ, რაზეც ირინა ცააძემ უპასუხა,რომ” “ტყუილები უნდა მოინანიოს ყველამ.”