“ამ 12 ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ ექსპერიმენტს სჭირდებოდა და ნამდვილი წამალი არ მისცეს”– მეტრეველი “ფაიზერის” ახალ კვლევაზე

ანალიტიკოსი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში კომპანია “ფაიზერის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც კოვიდ 19-ის აბების ეფექტურობა 90%-ამდეა.

მეტრეველი კვლევის შედეგებს “მაგარ ამბავს” უწოდებს, თუმცა ხაზს უსვამს იმა ფაქტს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე კოვიდპაციენტებს, კვლევის ჩატარების მიზნით, ახალი შექმნილი მედიკამენტი სპეციალურად არ მისცეს, რამაც მათ გარდაცვალება გამოიწვია.

“ეს კია მაგარი ამბავი, მაგრამ ეს ნაწილი მკლავს:

„კვლევაში ჩართული იმ ადამიანებიდან, ვინც „ფაიზერის“ სამკურნალო აბები მიიღო, არცერთი არ გარდაცვლილა. იმ ჯგუფში, ვინც პლაცებოს იღებდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.“

ანუ, ამ 12-ის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ ექსპერიმენტს სჭირდებოდა და არ მისცეს ნამდვილი წამალი,”– წერს მერაბ მეტრეველი.