“ივანიშვილმა თქვა: მე ყოველთვის ვიცოდი, ისეთი არაფერი უნდა გამეკეთებია, რომ დავეჭირე….” – დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკოსი, დავით ბერძენიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

“ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნის დროს, მისცა ერთი ვრცელი ინტერვიუ, რომლითაც ის ძალიან ამაყობდა, ინტერვიუ იწყება სიტყვებით – “მე ყოველთვის ვიცოდი, ისეთი არაფერი უნდა გამეკეთებია, რომ დავეჭირე….” ადამიანი, რომელსაც აქვს შიში თავისუფლებისა, იმიტომ, რომ დაჭერა ყოველთვის თავისუფლების მოთხოვნას მოჰყვება პოლიტიკურ სივრცეში, ადამიანი, რომელიც ვერ უშვებს, რომ ის შეიძლება დაიჭირონ, ის ვერაფრით ვერ გაიგებს იმ ადამიანებს… ახალგაზრდებიდან დაწყებული, მამუკა ხაზარაძით დამთავრებული, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ქართული დემოკრატიული სივრცე არის უშიშარი. ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი.

არც ერთი ხელისუფლება არ მოგწონდაო, რომ მეკითხებოდნენ, არც ერთი როგორ არ იყო შენი მოსაწონი 30 წელიოო, ჩემი პასუხი ეს არის – და რომელში შევცდი? არც ერთში!”

~

“ალია’