პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ნაცი, ქოცი, შუაშისტი და პოხუისტი
(მიკროპიესა)
N. B. არანორმატიული ლექსიკისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მეტი რეალისტურობისთვის ასე სჯობს,
სცენაზე დგას შარლ მიშელის სახელობის მოლაპარაკების მაგიდა. შემოდიან ნაცი და ქოცი.
ნაცი: პოლარიზაცია არ უნდა დავამთავროთ?
ქოცი: კი ძმაო, ბაზარი არაა. აუტანელია უკვე ასეთი დაპირისპირება.
ნაცი: აგაშენა ღმერთმა! ჰოდა დავიწყოთ იმით, რომ გამოვუშვათ მიშა…
ქოცი: რა მიშა გამოვუშვათ ბიჭო, შენ შიგ ხომ არა გაქვს? რაც მაგას ჩვენი სისხლი აქვს ნაწოვი.. .დალპეს ციხეში!
ნაცი: ბიძინამ ხომ აგაშენა სამაგიეროდ უფასო ფულით? რა გამოყლევებულები ხართ ეს ქოცები მაინც.
ქოცი: გამოყლევებულებიც ხართ და ნაბოზვრებიც! თავსმოხვეულ კოხაბიტაციას რომ მოვუტყან დედის ტრაკი, თორემ თქვენ ახლა ყველა იმ ჩათლახის გვერდით უნდა იჯდეთ!
ნაცი: აჰ, თურმე აქეთ მადლობა უნდა გიხადოთ ცოცხლები რომ ვართ, არა? ჰოდა იყავით მასე და წუწნეთ რუსის ყლე თქვენი ოლიგარქის შნირ დედებს რომ შევეცი მე!
ქოცი: პაშოლ ნახუი შე ყლეო, მოგიტყან დედის პროჭი (აყირავებს მაგიდას)
ნაცი: დედის პროჭიც მოგიტყან და მამის პირიც შე…
ჭახ.. ბუხ…ბახ…. (ჩხუბობენ. ამ დროს შემოდის შუაშისტი.)
შუაშისტი: რას შვრებით? სულ გამოყლევდით? ეგრე არ გამოვა არაფერი
(პაუზა ჩხუბში)
ნაცი (ეჭვიანად): მე მეუბნები?
ქოცი (იჭვნეულად): გინდა რამე, ძმა?
შუაშისტი: მე რა უნდა მინდოდეს? მაგრამ ერთს თუ მიშას გამოშვებისთვის გინდათ პოლარიზაციის დასრულება და მეორეს მისი ციხეში ჩალპობისთვის, მაგ საქმიდან არაფერი გამოვა
ნაცი (ქოცს): ვინაა ეს, ვისთანაა? შენ მოგყვა?
ქოცი (ნაცს): მგონი შენ…
შუაშისტი: არავის არ მოვყოლივარ მე. გეუბნებთ როგორც არის და რაც იქნება, თუ გინდათ ამის გაგება.
ნაცი: აი, ასეთ ლატენტურ ქოცებს და “ქოცი არა ვარ მაგრამ” ტიპებს კობახიძე თუ არ მერჩივნოს, მე ვიყო ოხანაშვილის თანაშემწის მოადგილე!
ქოცი: რას მეუბნები ბიჭო! მიშას გამოშვებას მეუბნები? ამ ჩანერგილ და ფარულ ნაცებს თუ მეგის ქარდავა არ ჯობდეს კაცურ ამბავში რა…
შუაშისტი (ირონიულად): ამ დროის მეგისას მოადგილე ბათუმის მერად გყავთ და თქვენ კიდევ მეგისას მოადგილე რომ არ მოგწონთ, თავად მეგისა გყავთ, რაზე ბაზრობთ ვაფშე?
ნაცი (შუაშისტს): ფუი, რა არაკაცი ხარ,შენი დედა მოვტყან! (მაგიდას წიხლს ჰკრავს და გაიწევს დასარტყმელად)
ქოცი: ჩავპიზდოთ ეს ბოზი!
ჭახ.. ბუხ…ბახ….(ორივე ურტყამს შუაშისტს. ამ დროს შემოდის პოხუისტი)
პოხუისტი: კიდევ ჩხუბობთ? აუ, როგორ ამოხვედით ყელში და როგორ მკიდიხართ სამივე, თქვენ ხომ აზრზე არა ხართ! ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება და დროზე უნდა დავახვიო აქედან (გადის).
ჭახ.. ბუხ… ბახ…
ჩხუბი, უკაცრავად ცხოვრება, გრძელდება.
(ფარდა)”