„ალტ-ინფოს“ გადაცემა „არტერნატიული ხედვა“.
თემა: ამორალურ და გარყვნილების პროპაგანდის დამშვებ ქვეყანას თავის დაცვის მორალური უფლებაც კი არ აქვს.
სტუმარი: „ალტ-ინფოს” დამფუძნებელი შოთა მარტინენკო.
-„ქვეყანა რა არის? ქვეყანა არის დიდი ოჯახი. ქვეყნის მიმართ მიჯაჭვულობა რატომ გვაქვს? რატომ გვაქვს მოტივაცია, რომ მაინცდამაინც ეს ქვეყანა დავიცვათ? ოჯახს ფასეულობა აქვს მაშინ, თუ ის შენთვის მორალურად მისაღებია, ოჯახში თუ ტრანსგენდერობა, ავხორცობა ნორმალურია, თან ეს ყველაფერი გეჯავრება, ასეთი ოჯახი ვერ იარსებებს, დაინგრევა.
მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის კულტურა და მისი მორალური შინაარსი საუკეთესოა. შეიძლება რაღაცეებს გვირღვევენ, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც სწორ პოზიციაზე რჩება, რომელსაც პოტენციალი აქვს, დანარჩენი ნაწილი შეცვალოს და მათი გავლენა განდევნოს, მიმაჩნია, რომ ის ნაწილი ყველაზე კარგი მორალური ხატია. მე თუ შემჯვარდა ჩემივე ქვეყნის მორალური ხატი, მე ხომ არანაირი მოტივაცია და სურვილი არ მექნება…“, – განაცხადა შოთა მარტინენკომ.