აშშ-მ სამ ქართულ კომპანიას სანქციები დაუწესა – რა გახდა მათი “შავ სიაში” მოხვედრის მიზეზი?

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, აშშ-მ 40 საერთაშორისო, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია “შავ სიაში” შეიყვანა და სანქციები დაუწესა.

სანქცირებული ქართული კომპანიებია:

Gensis Engineering;

ROV Solutions;

SAEROS Safety ERO Company.

ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ეს კომპანიები საექსპორტო კონტროლს არღვევენ და აშშ-ს საგარეო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. კერძოდ, როგორც ირკვევა, ირანის თავდაცვის ძალებისთვის ამერიკული წარმოების ტექნიკის არალეგალური გზებით მიწოდების მცდელობა სწორედ მათი საშუალებით ხორციელდებოდა.

საქართველოს გარდა, “შავ სიაში” ჩინეთში, მალაიზიასა და თურქეთში რეგისტრირებული კომპანიებიც მოხვდნენ.

 

“რეზონანსი”