„დიდი შვიდეული“: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ყველაზე დიდი საფრთხეა გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის

„დიდი შვიდეულის“ (G7) ჯანდაცვის მინისტრები „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ჯანდაცვისთვის უდიდესი გამოწვევაა.

დიდი შვ

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. მჭიდრო თანამშრომლობა, მონიტორინგი და მონაცემების გაზიარება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწრაფად განვითარებადი სიტუაციის მოსაგვარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს დიაგნოსტიკის, ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გლობალურ ხელმისაწვდომობაზე და გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაციის კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.