„უნდა გავანადგუროთ მათი რეპუტაცია, რომ მსგავსი რამ მეორედ არ გაბედონ…“ – შოთა მარტინენკო

-„დაარტყა ქართული სააზოგადოების ეროვნულ ნაწილს სახალხო დამცველის ინსტიტუტმა და მოითხოვა მათი დაჭერა? – ჩვენ უნდა დავარტყათ და გავანადგუროთ მისი რეპუტაცია, რომ მსგავსი რამ მეორედ არ გაბედონ.

დაგვარტყა და მოითხოვა ჩვენიანების დაჭერა ამერიკის საელჩომ? – უნდა გავანადგუროთ მისი რეპუტაცია. იმავეს იზავს ევროკავშირის საელჩო? – უნდა გავანადგუროთ მისი რეპუტაციაც. სანამ ჩვენ მივმართავთ ჩვენს რისხვას იმ მიმართულებით, რომელიც არ აინტერესებს ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოსაც და სახალხო დამცველის აპარატსაც, მანამდე ჩვენ ყოველთვის დავიჩაგრებით და ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ გადაწყდება ყველაფერი. ამიტომ, დაგვარტყეს ამ კონკრეტულმა ინსტიტუტებმა? – უნდა დავარტყათ ორჯერ უფრო მეტად და გავანადგუროთ მათი რეპუტაცია“, – აცხადებს „ალტ-ინფოს” დამფუძნებელი შოთა მარტინენკო.