2005 წელს, როდესაც დავასრულე სწავლა, მქონდა მოწვევა ჰამბურგის ინსტიტუტიდან – ბრეგაძე

ბრეგაძე: თუკი მე 2005 წელს მქონდა სტიპენდია, ამის გამო, დღეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვარ, უნდა მივიდე და მალულად საკნის კარი გამოვაღო, თუ რა უნდა გავაკეთო?

2005 წელს, როდესაც დავასრულე სწავლა, მქონდა მოწვევა ჰამბურგის ინსტიტუტიდან და მაშინ დაარსდა პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდი – თუკი მე 2005 წელს მქონდა სტიპენდია, ამის გამო, დღეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვარ, უნდა მივიდე და მალულად საკნის კარი გამოვაღო, თუ რა უნდა გავაკეთო? – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე მოსმენაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რატი ბრეგაძის სტიპენდიასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, 2005 წელს მან ეს სტიპენდია კონკურსის გავლის შედეგად მიიღო და არა კონკრეტულ პირის ჯიბიდან.

„2005 წელს, როდესაც დავასრულე სწავლა, მქონდა მოწვევა ჰამბურგის ინსტიტუტიდან და მაშინ დაარსდა პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდი. ეს არ იყო ვინმეს სახელობის ფონდი, არც არავის ამოუღია თანხა ჯიბიდან და ჩემთვის არ მოუცია. მოწვევის საფუძველზე გავიარე კონკურსი და მივიღე სტიპენდია. ამის შესახებ მე ყველგან მაქვს საუბარი. ვიმყოფებოდი ჰამბურგში 10 თვის განმავლობაში. ასევე იყვნენ სხვა ახალგაზრდებიც. თუკი მე 2005 წელს მქონდა სტიპენდია, ამის გამო, დღეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვარ, უნდა მივიდე და მალულად საკნის კარი გამოვაღო, თუ რა უნდა გავაკეთო? ჩემთვის სრულიად ამოუცნობი ფენომენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა უაკორდო მუსიკა იყო.

– „ქალბატონი სალომე საუბრობდა ერთაკორდიან მუსიკაზე. მინდა გითხრათ, რომ მათ შორის მუსიკალური განათლებაც მიღებული მაქვს და კონსერვატორიაშიც ვსწავლობდი. მეტ-ნაკლებად ვერკვევი მუსიკაში და თქვენი გამოსვლა იყო არა ერთ აკორდიანი, არამედ უაკორდო მუსიკა და საერთოდ ნოტების გარეშე შესრულებული – სიჩუმეში, ჩუმად შესრულებული, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმოდათ“, – მიმართვა მინისტრმა სამადაშვილს.

წყარო: ptn.ge