21 დეკემბერს დაბადებული

21 დეკემბერს დაბადებული[1]. რუსეთსა და საქართველოში დაბადებულ ადამიანთა უმეტესობამ კარგად უწყის, რომ ამ დღეს ქვეყანას მოევლინა ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში შექმნა ახალი ეპოქა, ან მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ერა. როგორი იყო ეს ეპოქა, ამის შესახებ ისტორიას კიდევ მოუწევს მართებული, ობიექტური ვერდიქტის გამოტანა, თუმცა ამ პიროვნების გლობალური მასშტაბი არანაირ ეჭვს არ იწვევს. ბევრმა იცის ისიც, რომ კითხვაზე, თუ რა ეროვნების იყო ის, ამ ადამიანმა უპასუხა, რომ წარმოშობით, ის ეთნიკური ქართველი იყო, რომელიც მიიღო და აღზარდა დიდმა რუსმა ხალხმა. დაე იკამათონ, გენეტიკაა უფრო მეტად მნიშვნელოვანი პიროვნების ჩამოყალიბებაში თუ აღზრდა, მუხედავად ამისა, ცალსახად მიმაჩნია, რომ 21 დეკემბერს დაბადებული ადამიანი თანაბრად ეკუთვნის ორივე მართლმადიდებელ ერს – ქართველებს და რუსებს.

სამწუხაროდ, საღი გონების საწინააღმდეგოდ, ჩვენს დროში ეჭვქვეშ აყენებენ ისეთ ფაქტებსაც, რომლებიც სრულიად თვალსაჩინოა. ამის მიუხედავად, მე გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებებს, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. ადამიანმა, რომელიც 21 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, სიკვდილის შემდეგ დატოვა ბუმბერაზი ინდუსტრიული ქვეყანა, რომლის უსაფრთხოების გარანტიას ბირთვული იარაღი წარმოადგენდა, რაც მიღწეულ იქნა უცხოური ინტერვენციისგან და სამოქალაქო ომისგან დანგრეულ ქვეყანაში, რომლის იზოლაციაში მოქცევასაც ყველანაირად ცდილობდნენ დიდი დროის მანძილზე, ხოლო ქვეყნის შიგნით მოქმედებდნენ მტრულად განწყობილი პოლიტიკური ოპონენტები. ასეთი მძიმე ფონის მიუხედავად, მოხდა გარღვევა ეკონომიკაში, განათლებაში, მეცნიერებასა და სხვა დარგებში, აგრეთვე, და რაც მთავარია, იქნა მოპოვებული გამარჯვება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ და სისხლისმღვრელ ომში.

იმის მაგივრად, რომ ვიამაყოთ 21 დეკემბერს დაბადებული ადამიანის მიღწევებით და დანატოვარით, უკვე 70 წელია, რაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი ქვეყნის უმძიმესი, მაგრამ, ამავე დროს, დიადი ეპოქის დისკრედიტაციის მოსახდენად. ამ გაუთავებელი უბინძურესი კამპანიის (რომელმაც სსრკ-ის დაშლა გამოიწვია და პარადოქსულია, მაგრამ კვლავ გრძელდება – საინტერესოა, კიდევ რომელი ქვეყნის დაშლას აპირებენ?) ყველა „გმირს“ ვერ ჩამოვთვლი და არცაა საჭირო. მათი „რკინისებრი“ არგუმენტები ცნობილია: რეპრესიები, ინტელიგენციის „ნაღებისა“ და „ყველაზე ნიჭიერი“ უმაღლესი ჩინის სამხედრო ხელმძღვანელების დახვრეტა, სახელმწიფო თურმე ბატონობდა შიში, დიქტატურა, გულაგი… ამ არგუმენტებს, რომლებიც გადაბრუნებული, დამახინჯებული ფაქტებიდან მომდინარეობენ, მრავალი ადამიანი,სამწუხაროდ, სარწმუნოდ იღებს. ამიტომ, მათი მისამართით საჭიროდ მიმაჩნია მარტივი კითხვების გამეორებას:

– თუკი მართლაც ინტელიგენციას ანადგურებდა, მაშინ საიდან შეიქმნა ფუნდამენტური მეცნიერებების საბჭოთა სკოლა 30-იან წლებში, რომელიც მალევე გახდა წამყვანი მსოფლიოში?!

– თუკი მართლაც ანადგურებდა უმაღლესი ჩინის სამხედრო ხელმძღვანელებს, მაშინ ვინ ხელმძღვანელობდა საბჭოთა ჯარების დანაყოფებს და ფრონტებს დიდ სამამულო ომში?!

– რანაირად იქნა მიღწეული თითქმის 300%-იანი ეკონომიკური ზრდა 1930-1940 წლებში?! … და თუკი მართლაც ყველა დახვრიტეს, რანაირად გავიდა სსრკ, 1940 წელს, მეორე ადგილზე მსოფლიოში, ყველა ტიპის საქონლისა და პროდუქტის წარმოების მხრივ?!

– როგორ გახდა შესაძლებელი, იმდროინდელი კომუნიკაციების გათვალისწინებით, კორუფციის აღმოფხვრა ამ უზარმაზარ ქვეყანაში, თან ისეთნაირად, რომ ეს სიტყვაც კი საერთოდ დავიწყებას მიეცა?!

– როგორ მოხდა ისე, რომ 21 დეკემბერს დაბადებული ადამიანმა, რომელიც, თითქოსდა, მხოლოდ ყველას მოკვლითა და დახვრეტით იყო დაკავებული, მიიღო აბორტების აკრძალვის გადაწყვეტილება, რითაც ჯერ კიდევ არგაჩენილი ბავშვები იხსნა სიკვდილისაგან?!

– რა ძალამ აიძულა მთელი საბჭოთა ხალხი, გამოსულიყო და დაეტირებინა იმ ეპოქის არქიტექტორი და შემქნელი?!

პასუხებს ამ კითხვებზე მივყავართ აზრამდე, რომ ასეთი შედეგების მიღწევა შიშით, დახვრეტებით, წამებით, თუ დაპატიმრებებით შეუძლებელი იქნებოდა. თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ექსპლუატაციისგან თავისუფალი შრომა, კანონის უზენაესობა, ხალხთა შორის მეგობრობა, ხვალინდელი დღის იმედი და ქვეყნის ხელმძღვანელის პირადი მაგალითი – აი, ის მთავარი არგუმენტები, რომლებიც შთააგონებდა საბჭოთა ხალხს შრომით და საბრძოლო გმირობებზე. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, იმდროინდელი მოვლენების ობიექტური შეფასება, ჩვენთვის და თქვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 21 დეკემბერს დაბადებული ადამიანისთვის, იმ ეპოქის არქიტექტორისა და შემქმნელისთვის.

სწორედ, ჩვენი დუმილის და მოთმენის ფონზე გახდა შესაძლებელი, ამ ქვეყნის მტრების მიერ, ჩვენი უზარმაზარი ქვეყნის, საერთო სახლის დანგრევა და გაძარცვა. საბჭოთა კავშირის დაშლა ცალსახად, მსოფლიო მასშტაბის უდიდესი კატასტროფაა, პირველ რიგში, იმ ხალხებისთვის, რომლებიც შეადგენდნენ საბჭოეთს.

ამ კატასტროფის შედეგები კიდევ ათწლეულების მანძილზე შეგვახსენებს თავს. საბჭოთა კავშირის გარეშე, პლანეტაზე ღრმავდება ჭეშმარიტი ფასეულობების აღრევა-დამახინჯება, ხვალინდელი დღის განუჭვრეტლობა, დგება ძალიან მშფოთვარე ეპოქა, რომელიც ძალიან წააგავს სიგიჟეს, კაცობრიობა სულ უფრო მეტად და მეტად კარგავს მორალურ სახეს, განიცდის დეგრადაციას. ცისარტყელასფერებიან დროშას ამოფარებული, შავ ჭირზე მეტად მზაკვრული მტრები- ნეოლიბერალები გვიტევენ! გადარჩენის ერთადერთი გზა, როგორც არაერთხელ ხდებოდა ისტორიის მანძილზე, კვლავ დიდი რუსი ერია! დიახ, დიდი რუსი ერი; 70 წელია, რაც რუსი ხალხი ასე არავის მოუხსენებია. ადამიანი, რომელიც 21 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, არავის ეპირფერებოდა, სიტყვას „ჰაერზე“ არ ისროდა და საკუთარ შეფასებებში არ ცდებოდა. ამ გენიალური პიროვნების, ფოლადის კაცის, მიერ შექმნილი ეპოქის შესწავლა და ობიექტური შეფასება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ყველა იმ სიძნელეებისა თუ გამოცდების გადასალახავად, რასაც ჩვენი ხალხების და ქვეყნების მტრები გვიმზადებენ.

 

 

ტარიელ სუხიაშვილი

[1] წინამდებარე წერილი ტარიელ სუხიაშვილმა რუსულ ენაზე, რუსი მკითხველისთვის დაწერა და ასე გამოქვეყნდა კიდეც რუსული  „ნიუსფრონტის“ გვერდზეც.