“ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ომიკრონ შტამის დადასტურების შემდეგ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება. როგორც გამყრელიძე ამბობს, საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ.

„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“ალია”