„ნაციონალური მორაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ომი საქართველომ დაიწყოვო, ანწუხელიძეს ჰააგაში უჩივიან, სპეცნაზელები რუსეთის შეკვეთით დაგვიხოცეს, ჩვენი გმირი სამხედროები ციხეში შეგვიმწყვდიეს, ჩვენი გმირი სამხედროების პირადი მონაცემები კრემლს გადასცეს და სდევნიან მსოფლიო მასშტაბით, პუტინის პირად მტერს, ჩვენს მთავარსარდალს ციხეში აწამებენ, კრემლის ნომრიან აგენტ წითელაშვილს უფლებას აძლევენ საიდუმლო მასალებზე წვდომის და სულ რომ სამოთხედ ექციათ ყველა სექტორი, ჩვენი ვალია ამ გარეწრების დამხობა -გასამართლება და აქეთ გვიბედავენ ბოდიში მოიხადეთ და სახლში წადით, რომ უფრო მშვიდად გადავბარდეთ ოკუპანტსო , ეს გარეწრები და ჩვენ კიდევ ჩმორები, ამდენს როგორ გვიბედავენ ხალხო, ვანო, გიგი, მიშა, ბაჩო, რომა, თოდუა… ყველა ციხეში ჰყავდათ და ჰყავთ, ნახევარმილიონზე მეტი ამომრჩეველი დარჩა იმ სიბინძურეების მიუხედავად, რასაც გვაბრალებდნენ და თან ბოდიში მოიხადეთო ხალხო, სისხლი მეყინება ძარღვებში, სად ვართ ის ხალხი, ვინც მიშას პარტიას ხმა მივეცით, სად ?!“ – წერს მეგი გოცირიძე.