“ავსტრიის პრემიერი წავიდა პოლიტიკიდან უმარტივესი სკანდალის გამო. ის რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში, ისევ აიღებდა თავის 30%-ს ყველა არჩევნებზე. უფრო მეტსაც გეტყვით — რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ აიღებდა 30-40%-ს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმიტომ, რომ იყო რაღაც სენტიმენტები. ყოფილი მმართველი ძალა როცაა, ასეთი რაღაცები მუშაობს. გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის. მთავარია, შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე”.
— ეს სიტყვები “ქ.ოცნების” თავმჯდომარეს, პარლამენტის ყოფილ სპიკერს, “დიდ გერმანელ მეცნიერებათა დოქტორს”ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის და დღეს წარმოსთქვა ჟურნალისტებთან პოლემიკაში. როგორც გაირკვა, კობახიძემ ისიც არ იცის, რომ ნაცისტური გერმანიის კანცლერმა, ადოლფ ჰიტლერმა, თავი 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა, ხოლო ნაცისტებისა და ფაშისტების გასამართლება ტრიბუნალმა ქ. ნიურნბერგში იმავე წლის 20 ნოემბერს, ანუ ჰიტლერის სიკვდილიდან 7 თვის შემდეგ დაიწყო.
უვიცობის ზეიმია დღევანდელ საქართველოში, ვერაფერს გავაწყობთ!