მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე – ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია – სერგეი რიაბკოვი

მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან გადააქციონ ეს ყველაფერი დუნე პროცესად, ჩვენ კი ეს სასწრაფოდ გვჭირდება, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია, მწვავეა და მიდრეკილია კიდევ უფრო გართულებისკენ“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები.

პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.