“ამ მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ნიშანია“ – ევროპამ ვირუსის სამკურნალო 3 ახალი პრეპარატი აღიარა

ვროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ – ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი ახალი მედიკამენტი Xevudy „სოტროვიმაბი” და Kineret, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid დაამტკიცა – მოვლენას იმედისმომცემად მიიჩნევს ჯანდაცვის სფერო.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ახალი მედიკამენტები გარდამტეხ როლს ითამაშებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე თქმით, შესაძლოა 2022 წელი პანდემიაზე გამარჯვების წელი გახდეს.

 

“რეზონანსი”