თუ აცრილი ხართ და მიღებული გაქვთ “ბუსტერ” დოზაც, მაშინ სრულად დაცული ხართ.
თეთრ სახლში ჯანდაცვის მაღალჩინოსნებსა და ჯო ბაიდენს შორის ბრიფინგი გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის და საავადმყოფოებში არსებული სიტუაცია იყო.
ბაიდენის კაბინეტში გაჟღერდა წინადადება იმის შესახებ, რომ ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის გატანას მსუბუქად და ასიმპტომატურად შეძლებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც “ბუსტერ“ დოზა მიიღეს.
ბაიდენმა ბრიფინგი ამერიკელი ხალხისთვის „პირდაპირი გზავნილით“ დაიწყო.
– “არავაქცინირებული ადამიანებისთვის ჩვენ ველოდებით ზამთარს მძიმე ავადმყოფობითა და სიკვდილიანობით – ეს შეეხება მათ, მათ ოჯახებს და საავადმყოფოებს, რომლებიც მალე გადაიტვირთებიან. მაგრამ, არის კარგი ამბავი: თუ თქვენ აცრილი ხართ და მიღებული გაქვთ დამატებით დოზა თქვენ დაცული ხართ მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან“ – განაცხადა მოხუცმა ჯომ.
წყარო: newposts.ge