პუბლიცისტი ბესო ძნელაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ვაშინგტონის ციებ-ცხელებით დაავადებულები ნუ წაიკითახავთ, რადგან ეს თქვენთვის იგივე იქნება, რაც ეშმაკისთვის ნაკურთხი წყალი.
მეფის რუსეთიდან დაწყებული და ნოე ,,სკივრმოკიდებულით” დამთავრებული, სტალინმა, ყოველგვარი ხმაურისა და ,,მე ვარ და ჩემი ნაბადის” გარეშე, საქართველოს დაუბრუნა:
1.
900-მდე ქართული ხელნაწერი წიგნი და 26 ათასამდე საბუთი, ხოლო ხელნაწერთა ცენტრში – 10 ათასამდე ხელნაწერი წიგნი და 37 ათასამდე საბუთი, 5 საუკუნიდან 18 საუკუნემდე.
2.
,,წმინდა შუშანიკის წამება“, რომელიც 11 საუკუნეში იქნა გადაწერილი.
3.
ადიშის ოთხთავი, 897 წელი, ჯრუჭის ოთხთავი, 936 წელი, ალავერდის ოთხთავი, 1054 წელი, მამათა ცხოვრება.
4.
„ქართლის ცხოვრება“ 15 საუკენის ხელნაწერი.
5.
ვეფხისტყაოსანის 17 საუკუნის ხელნაწერი.
6.
რუსუდანიანი, ასევე 17 საუკუნის ხელნაწერი.
7.
როსტომიანი 17 საუკუნე.
8.
ყარამანიანი 18 საუკუნე.
9.
ვახტანგ მეექვსის კანონები, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი და ,,მოგზაურობა ევროპაში”.
10.
აქვეა იურიდიული ხასიათის სიგელ-გუჯრები, მათ შორის ბაგრატ მეოთხის სიგელი მიჯნაძორელ მამებისადმი 11 საუკუნის.
11.
დავით აღმაშენებლის ანდერძი.
12.
თამარ მეფის სიგელი გელათის მონასტრისადმი 1189 წლის ხელნაწერი.
13.
ხელმწიფოს კარის გარიგება 14 საუკუნის.
14.
ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი 11 საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ძვირფასი ოქროს მჭედლობა ინახებოდა პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს.
15.
ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოს-პატრიარქის შესამოსელი. ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოუდნიათ, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად. განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აუღიათ.
16.
გიორგი მეთორმეტის ნივთები, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ,,უკვალოდ გაქრა” და ის ვისი ხელიდან ვის ხელში გადასული, ერმიტრაჟმა გამოაჩინა ბოლოს. ივანე ჯავახიშვილს ისიც კი მიწერა რომ: ,,ძირძველი ქართული სიტყვა ,,საჭურჭლე” ესადაგებოდა საქართველოს გვიანდელ დროში დამკვირდრებულ უცხო ტერმინ „არქივს“, ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ირკვევა, რომ ზარდახანის საბუთსაცავს, სადაც ინახებოდა ოფიციალური დოკუმენტები, „გოდორი“ რქმევია, არქივისტს კი – „მეგოდრე“ – ო…. საქართველოს საეკლესიო საგანძურისა და ხელნაწერების ნაწილი გაიტანეს ევროპელმა მისიონერებმა და მოგზაურებმა, საგანძურის ნაწილი რუსეთში გაიყოლა ვახტანგ მეექვსემ და მისმა ამალამ, რასაც მივაგნებ გულს არ დაგწყვეტავთ, ყველაფერს მოვიკრებ და დავაბრუნებო”….
აი ესეთი ,,ბოროტებით სავსე” იყო ის კაცი.