“3-ჯერ ვაქცინირებულებსაც ჩვეულებრივ შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა” – BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის სკანდალური განცხადება!
„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ – ამის შესახებ გერმანული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უღურ შაჰინმა განაცხადა.
BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ლაბორატორია სხვა ვაქცინაზეც მუშაობს.
– „3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლია დაავადების გადაცემა. დაუცველ ადამიანთა გარემოცვაში მყოფ პირებს მაინც მოუწევთ ტესტირების გაკეთება. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამ ახალი ვარიანტის სწრაფ გავრცელებას“ – განაცხადა უღურ შაჰინმა.
მისი თქმით, ვაქცინა პანდემიას სრულად არ შეაჩერებს. ადამიანს, რომელსაც ვაქცინის ორი დოზა ექნება გაკეთებული, 20%-მდე იქნება დაცული „ომიკრონის“ შტამისგან.
„ორი კვლევა ადასტურებს, მესამე დოზის შემდეგ, ვაქცინა იცავს 70%-ით დაავადების მძიმე ფორმისგან“ – აღნიშნავს უღურ შაჰინი.
– „ვაქცინა რჩება ეფექტური „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ, კერძოდ, სამი დოზის შემდეგ, თუმცა 95%-იანი ეფექტიანობა არ გვაქვს, რომელიც გვქონდა კორონავირუსის დასაწყისში. მხოლოდ ვაქცინა თავისთავად საკმარისი არ იქნება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად” – დასძენს BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი.
წყარო: newposts.ge