„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ტელევიზიებს დაფინანსების შეჩერებით ემუქრება. ამის შესახებ „პოსტივისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დედის, გიული ალასანიას მეშვეობით შეუთვალა:
„Postv-თვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედის – გიული ალასანიას მეშვეობით პარტიას შეუთვალა, რომ პარტიის წევრებმა სასწრაფოდ დაიწყონ მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და ტელევიზიებს დაფინანსებას შეუჩერებს.