ილონ მასკი: წელს 11 მილიარდ დოლარს გადავიხდი გადასახადების სახით.
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ წელს გადასახადების სახით 11 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის.
ამერიკელმა სენატორმა, დემოკრატმა ელიზაბეტ უორენმა მოუწოდა მასკს გადასახადები გადაეხადა და შეეწყვიტა „სხვის ხარჯზე ცხოვრება“ მას შემდეგ, რაც ჟურნალმა „ტაიმმა“ ის „წლის ადამიანად დაასახელა.
მასკმა უპასუხა, რომ წელს „გადაიხდიდა მეტ გადასახადს, ვიდრე რომელიმე ამერიკელს ოდესმე გადაუხდია“.
მასკის კომპანია Tesla-ს ღირებულება 1 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მან Tesla-ს 14 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.
წყარო: itv.ge