„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო.
მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
როგორც მელიამ აღნიშნა, შიმშილობას “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.
პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა “რაც უფრო ბევრნი იქნებიან, მიხეილ სააკაშვილს მით მალე გაათავისუფლებენ”.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია“, – განაცხადა მელიამ.