“ბიძინა მკვდარი იყო ცოტა ხნის წინ, თუ გაქცეული?!” – ეგ ნამდვილად იცით?” – მწვავე დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილსა და ელისო კილაძეს შორის (ვიდეო)

“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი “ტვ პირველის” ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მათ შორის დაპირისპირება ელისო კილაძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით გააკეთა და განმარტა, რომ შიმშილობის აქტი ხელისუფლებისთვის შეიძლება მაშველი რგოლი აღმოჩნდეს.

“ამ პროცესს მე ბევრად ფართო მასშტაბით ვუყურებ, ვიდრე ნიკა მელიას თვით გადარჩენას პარტიაში. გეტყვით რატომ, ჯერ ერთი აქაც პატიმრის უფლებებისთვის არის მოთხოვნა და მეორე მართლა რამდენიმე პროცესი მიდის და საბოლოო ჯამში თუ პოლარიზაციის პროცესის დასრულება რეალურად უნდათ, მაშინ სალომე ზურაბიშვილს ეს იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს, რომ ორ პოლიტიკურ მსჯავრზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს, ის უბრალოდ შეიწყალოს. შემდეგი ამბავი გახლავთ ის, რომ ეს შიმშილობის აქტი შეიძლება იყოს მაშველი რგოლი ხელისუფლებისთვის, რომელსაც საშინლად სურს გათავისუფლდეს პრობლემისგან,” – განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძეს ამ განცხადების შემდეგ “ტაბულას” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი კითხვით მიმართა – “რა შესაძლებლობას, ანუ უნდა ბიძინას მიშას გაშვება და ვერ უშვებს?”

“რა შესაძლებლობას, ანუ უნდა ბიძინას მიშას გაშვება და ვერ უშვებს? ბიძინა მკვდარი იყო ცოტახნის წინ, თუ გაქცეული იყო? – ეგ ნამდვილად იცით? რადგან შემაწყვეტინე მეც ამიტომ გაწყვეტინებ. ბიძინა ცოტა ხნის წინ გაქცეული ხომ იყო… ხომ ამას აანონსებდი, რომ ზუსტად ვიციო! წასულიაო ხომ ამბობდი და ერთხელ, რომ შეცდი მეორედ, რომ იგივე არ თქვა ხომ შეიძლება. უბრალოდ მე მაყურებელს შევახსენე, რამდენად სანდოა შენი სიტყვები. ბიძინა ივანიშვილი თუ ნამდვილად იყო წასული საზღვარგარეთ, როგორ მისცა მაშინ ჩვენება თავისი სასახლიდან. ნუ, შენ რომ მართალი იყო ამიტომ ყველაფერს იტყვი, მფრინავ ხალიჩას აიღებს, უჩინმაჩინი გახდება და ა.შ. არასწორ მოლოდინებს ნუ უჩენთ ამ ხალხს. ეს ხალხი არ არის თქვენი ცხვრის ფარა,” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

“ტაბულას” დამფუძნებლის ამ მწვავე განცხადებას ელისო კილაძემ შემდეგნაირად უპასუხა: “სადმე ვთქვი, რომ ივანიშვილი გაიქცა? ყურადღებით მომისმინეთ ხოლმე რას ვამბობ! მეც შევახსენებ მაყურებელს, რომ იყო ნამდვილად წასული აშშ და დაბრუნდა. რატომ გამორიცხავს ეს ამას, რომ დაბრუნებულიყო და თავისის სასახლიდან მიეცა ჩვენება? ახლა, რას მეუბნებით… არა, მე რომ მართალი ვიყო არა, მართალი ვარ! არანაირი უჩინმაჩინები აქ არ არსებობს. რას მელაპარაკებით ახლა თქვენი მოლოდინების 1% აიღეთ ახლა ამ არჩევნებზე თუ 2%?!” – განუცხადა კილაძემ “ტაბულას” დამფუძნებელს.

კილაძის განცხადებამ კი თამარ ჩერგოლეიშვილი გაღიზიანება გამოწვია და მან “ქრონიკა პლიუსის” მთავარ რედაქტორს განუმარტა, რომ აქ “ევროპული საქართველოს” მიერ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე საუბარი არ არის.

“ჩემი 1% არ განსაზღვარავს იმას შენ მართალი ხარ თუ მტყუანი. ეგრე “ქოცები” არიან უმრავლესობა და იმათ ველაპარაკოთ მაშინ. ანუ “ქოცებს” რომ შენზე მეტი პროცენტი აქვს, რომელ პარტიაზეც ახლა მუშაობ ამიტომ არ გემატება რამენაირად?! “ქოცები” ბევრნი, რომ არიან ამიტომ მართლები არიან?! – აბა, რა შუაშია ჩემი ერთი პროცენტი? ლოგიკას გაყევი თუ შეიძლება…” – განუცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ელისო კილაძემ.