დააკავეს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც პოლიტიკოსებს მოკვლით ემუქრებოდნენ

დააკავეს ანტივაქსერები, რომლებიც პოლიტიკოსებს მოკვლით ემუქრებოდნენ!

გერმანიის საქსონიის მხარეში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, ისინი მხარის პრემიერმინისტრს, მიხაელ კრეტშმერსა და სხვა თანამდებობის პირებს მოკვლით ემუქრებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ანტივაქსერები არიან და ისინი პოლიტიკოსებზე, სწორედ კოვიდრეგულაციების გამო ბრაზობენ.

სამართალდამცველებმა მათ დასაკავებლად რეიდები რამდენიმე ლოკაციაზე ჩაატარეს.

წყარო: ptn.ge